ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სვანეთში მოკლული მამაკაცის პენსიონერ დედას სასტიკად გაუსწორდნენ – ექიმები ქალის გადარჩენას ცდილობენ

ექიმები 69 წლის ზემფირა აფრასიძის გადარჩენას ცდილობენ – პენსიონერს  ჯერ თვალწინ შვილი მოუკლეს, შემდეგ კი უმძიმესი დაზიანებები თავის არეში  მიაყენეს.

ქალი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში სოფელ ეცერიდან გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პარალელურად კი სასამართლომ ბედობის ღამეს სვანეთში მომხდარი ორმაგი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი პოლიციელი, გიორგი ცინდელიანია, მეორე კი სისხლიანი დაპირისპირებისას გარდაცვლილის მამა, როლანდ აფრასიძეა.

იტვირთბა....