აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენ არ ვთხოვთ არცერთი ქვეყნის ვინმესგან იზოლირებას, გვესმის, რომ ყველა ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს თავისი გეოგრაფიის, ეკონომიკის, ისტორიისა და მომავლის გამოწვევების რეალობას” – მარკო რუბიო

ჩვენ არ ვთხოვთ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ვინმესგან იზოლირებას, გვესმის, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს თავისი გეოგრაფიის, ეკონომიკის, ისტორიისა და მომავლის გამოწვევების რეალობას. ცხადია, ჩვენ პარტნიორებსა და მეგობრებს გავუზიარებთ შეშფოთებას, რომელიც შეიძლება გვქონდეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელწიფო მდივანმა, მარკო რუბიო უნგრეთში განაცხადა.

რუბიოს ვიქტორ ორბანთან ერთობლივი პრესკონფერენციისას კითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა აშშ-ს შეშფოთება უნგრეთის მიერ პეკინთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე.

აშშ-ის სახელწიფო მდივნის თქმით, აშშ-ს აქვს ვაჭრობა და ურთიერთობები ჩინეთთან, ხოლო შეერთებული შტატების პრეზიდენტი აპრილში ჩინეთში გაემგზავრება.

„ჩინეთი დიდი ქვეყანაა, მას მილიარდზე მეტი ადამიანი ჰყავს, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. მათ აქვთ ბირთვული იარაღი. სიგიჟე იქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. ორ ასეთ დიდ ქვეყანას, გვაქვს თუ არა უთანხმოება? რა თქმა უნდა, გვაქვს. ჩვენ მოგვიწევს ამ უთანხმოებების მართვა და ეს ისეთი რამაა, რაზეც ძალიან გულწრფელად, ნათლად და არაერთხელ გვისაუბრია, რომ ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის. არ არის კარგი ვინმესთვის ერთ ქვეყანაზე ან ერთ ეკონომიკაზე დაყრდნობა, განსაკუთრებით კრიტიკული მიწოდების ჯაჭვებისთვის. ეს რეალობაა. ჩვენ გვინდა მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამაზე ნათლად ვისაუბრეთ. ეს არ არის ანტიჩინური რამ. ეს უბრალოდ რეალობაა, რომ ერთ წყაროზე ზედმეტად დამოკიდებულება კარგი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარსულში არსებობდა სურვილი, რომ ეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბერკეტად გამოგვეყენებინა. თუმცა ჩვენ ამ საკითხებს აშშ-ის ეროვნული ინტერესების კონტექსტში განვიხილავთ და სწორედ ამიტომ შევხვდით ჩინელებს და შევძელით ზოგიერთ სავაჭრო საკითხზე ურთიერთგაგების მიღწევა. ეს ორმხრივი ინტერესი იყო. ამიტომ, გეოპოლიტიკა რთულია, რადგან ის მოითხოვს სერიოზულობას, ვინაიდან ამ საკითხებს რეალური შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა რუბიომ.

იტვირთბა....