აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„უნგრეთი განაგრძობს იმ სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელსაც აშშ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით ახორციელებს” – ვიქტორ ორბანი

„უნგრეთი განაგრძობს იმ სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელსაც აშშ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით ახორციელებს… დონალდ ტრამპი რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არ დაიწყებოდა და ახლა რომ პრეზიდენტი არ იყოს, შანსიც კი არ გვექნებოდა, რომ ომი მშვიდობით დასრულდეს… არ მახსოვს – თუმცა პოლიტიკაში დაახლოებით 30 წელია ვარ ჩართული – ბოლოს როდის იყო ორ ერს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე, ასეთი დაბალანსებული და ასეთი მეგობრული. ამიტომ, გულწრფელ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს” – თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. რუბიო უნგრეთში დღეს, სლოვაკეთიდან ჩავიდა

იტვირთბა....