ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩემი “პალატის” ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და 7 თვეა მზის სხივი არ მინახავს – მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიასთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა თუ რა პირობებში იმყოფება საქართველოში და როგორ სამედიცინო დახმარებას იღებს. ის აღნიშნავს, რომ ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ მის დახმარებას.

სააკაშვილი ამბობს, რომ მათ ყოველდღე აკითხავენ ქართული უშიშროების სასახურებიდან.

“მე ვარ კლინიკაში, სადაც ექიმები მაქსიმალურ დახმარებას მაძლევენ მათთვის ძალიან რთულ პირობებში. მათ ყოველდღიურად აკითხავენ ქართული უშიშროების სამსახურები და ყოველთვის, როცა ჩემთან ჩვეული მანიპულაციისთვის (მაგალითად, აბების მისაცემად) მოდის ექთანი, მას საფუძვლიანად ჩხრეკენ. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება დღეში 30-ჯერ.

ჩემი „პალატის“ ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....