ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა

საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთნ დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.

ამის შემდეგ შეიკრიბება სასამართლოს პლენუმი, რომელიც გადაწყვეტს დასაშვებობის საკითხს.

„რადიო თავისუფლების” ცნობით, ამ დროისთვის ცხრავე მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოშია.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა.

სარჩელის საფუძველია არჩევნების ფარულობის და საყოველთაოობის დარღვევა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ „ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ”.

იტვირთბა....