ახალი ამბები

პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ორგანიზებით, 24 ნოემბერს საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ორგანიზებით, 24 ნოემბერს საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდება.

„მოძრაობა “ქართული განათლება საფრთხეშია” მართავს მსვლელობას სტუდენტებთან ერთად კვირას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა” კორპუსიდან თსუ-მდე. თუ რაიმე აქცია დაანონსდა, ცხადია მათ შევუერთდებით. აქ მყოფ საზოგადოებას მოგიწოდებთ მობრძანდეთ კვირას, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ვაორგანიზებთ აქციას”, – აღნიშნა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

იტვირთბა....