თბილისის საკრებულოში სასწრაფო გამოიძახეს. “პირველების ინფორმაციით, ბანერის გაშლის დროს მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქტივისტი დაშავდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
დაზარალებული “პირველებთან” ამბობს, რომ დაპირისპირების დროს თითი მოიტეხა.
“დაპირისპირების დროს მოვიტეხე თითი, მესაჭიროება რენდგენის გადაღება, ამიტომ გადავდივარ საავადმყოფოში”, – ამბობს დაზარალებული.