ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვებს შლიან.
ცოტა ხნის წინ ეს ტერიტორია პოლიციას ჰქონდა დაკავებული, თუმცა, ხალხის რაოდენობის გამო მათ უკან დაიხიეს.
ცნობისთვის, დღეს დილით თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა კარვები დაშალეს. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, მელიქიშვილზე დაკავებები დაიწყო. უწყების ცნობით, ჯამში 16 პირი დააკავეს ადმინისტრაციულად, მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყო “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე. მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.