ახალი ამბები

“დავბანაკდებით ისევ აქ” – ოპოზიცია თსუ-სთან დაბრუნდა

ოპოზიცია, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად, ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაბრუნდა.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, კვლავ თსუ-სთან დაბანაკდებიან.

“გაიწევა პოლიცია, გაიწევა “ოცნებაც” და გაიწევა რუსეთიც ამ ქვეყნიდან… დავბანაკდებით ისევ აქ”, – თქვა ხოშტარიამ.

მანამდე აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდნენ, თუმცა, აქციის მონაწილეების რაოდენობის გამო, პოლიციამ უკან დაიხია.

ცნობისთვის, დღეს დილით თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა კარვები დაშალეს. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, მელიქიშვილზე დაკავებები დაიწყო. უწყების ცნობით, ჯამში 16 პირი დააკავეს ადმინისტრაციულად, მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყო “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე. მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იტვირთბა....