ახალი ამბები

“ნებისმიერ ლექტორს, რომელიც დატოვებს აუდიტორიას, დავხვდებით გარეთ” – ილიაუნის სტუდენტების წერილი

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ლექტორებს წერილით მიმართავს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს, მათ მიერ ინიცირებულ ლექციათა სერიას, რომელიც ქუჩაში, ილიაუნის კორპუსის წინ გაიმართება.

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ლექტორების მიერ ინიცირებულ ლექციათა სერიას, რომელიც ქუჩაში, ილიაუნის ა კორპუსის წინ გაიმართება. ამ აქტივობის ფარგლებში, დღეს (19 ივნისს), უკვე ჩატარდა ლაშა ბუღაძის ლექცია ცენზურის კანონთან დაკავშირებით. ხვალ, 15:00 საათზე, ანა კორძაია სამადაშვილი ისაუბრებს იმავე თემატიკის გარშემო, კერძოდ, რა გავლენას ახდენს ცენზურა ლიტერატურაზე. ჩვენ აბსოლუტურ მზაობას გამოვთქვამთ ამ პროცესების ტექნიკური მხარდაჭერის.

მივმართავთ ლექტორებს, მსგავსი სურვილის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ, ჩვენ კი ჩვენი მხრივ, პასუხისმგებლობას ვიღებთ ლექციის ორგანიზებასა და ტექნიკურ უზრინველოყოფაზე. ჩვენ, სტუდენტების ნაწილი, ხვალინდელი დილიდან, სალექციო პერიოდში, ვიქნებით ილიაუნის წინ. შესაბამისად, ნებისმიერ ლექტორს, რომელიც დატოვებს აუდიტორიას, დავხვდებით გარეთ.

ვიბრძვით თავისუფლებისთვის!

გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – წერია სტუდენტების წერილში.

იტვირთბა....