დღეს თბილისის მერი, კახი კალაძე თბილისის საკრებულოში 2022 წელს აჯამებს.
კალაძემ თავისი გამოსვლა ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილისადმი პატივის მიგებით დაიწყო.
წლიური ანგარიშის წარდგენა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მოქალაქეთა პროტესტის ერთ-ერთი მთავარი თემა მერის მხრიდან მარიტას დაღუპვაზე პასუხისმგებლობის აღებაა.
შეგახსენებთ, 13 წლის მარიტა 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალა. ვაკის პარკის აუზში ბავშს დენმა დაარტყა.