ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მატყუარა პრემიერი“ – ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წვერი, ნათია მეზვრიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ წლის შემაჯამებელ ანგარიშს გამოსვლას ეხმაურება.
მისი თქმით, პრემიერი იტყუება, როცა ამბობს, რომ საქართველომ შეასრულა ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაცია.

„მატყუარა პრემიერი (12 პუნქტი შესრულდაო)! მწარე სიმართლე არის ეს:

▪️რეკომენდაცია 1 (დეპოლარიზაცია) – არ შესრულდა !
▪️რეკომენდაცია 2 (ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირება და დამოუკიდებლობა; საარჩევნო რეფორმა) – არ შესრულდა. რაც დარჩენილი იყო დამოუკიდებელი, ისიც პარტიას დაუქვემდებარეს. არ მოუგვარებიათ პოლიტიკური კორუფციის, შავი ფულის და სისტემური ზეწოლის პრობლემა !
▪️რეკომენდაცია 3 (მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა) – არ შესრულდა. სასამართლოს სახედ მურუსიძე აქციეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა არც კი დაიწყეს. საბჭოს არამოსამართლე წევრები არ აირჩიეს !
▪️რეკომენდაცია 4 (კორუფციის, მათ შორის ელიტურის, წინააღმდეგ ბრძოლა) – არ შესრულდა. ხალხის თვალის ასახვევად შექმნეს უკვე არსებული საკოორდინაციო მექანიზმის ანალოგი, რომელსაც არ აქვს მთავარი – საგამოძიებო ფუნქცია !
▪️რეკომენდაცია 5 (დეოლიგარქიზაცია) – არ შესრულდა. დეოლიგარქიზაცია უნდა ყოფილიყო ფუნდამენტური რეფორმების შედეგი. ამათ დაწერეს კანონი, რომელიც ოლიგარქის პასუხისმგებლობას გამორიცხავს და მის ძალაუფლებას კიდევ უფრო განამტკიცებს !
▪️რეკომენდაცია 6 (ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა) – არ შესრულდა. საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ !
▪️რეკომენდაცია 7 (მედიის თავისუფლება და მედიამფლობელების/ჟურნალისტების მიმართ მართლმსაჯულების სათანადო განხორციელება) – არ შესრულდა. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, მედიამფლობელი დაიჭირეს საეჭვო დროს და საეჭვო სასჯელით !
▪️რეკომენდაცია 8 (მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა) – არ შესრულდა. 05-06 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ დაუსჯიათ. ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიიდან ეს თავი საერთოდ ამოიღეს !
▪️რეკომენდაცოა 9 (ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა) – პოლიტიკის პრიორიტეტებიდან გააქრეს (რიგითებს შეატოვეს) და ქმედითს არაფერს აკეთებენ !
▪️რეკომენდაცია 10 (გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართვა) – არ შესრულდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებიდან გაყარეს. ღია ომი აქვთ გამოცხადებული !
▪️რეკომენდაცია 11 (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოყენება) – ერთადერთი რეკომენდაცია, რაც შესრულდა ისიც იმიტომ, რომ მისი შესრულება ოცნებას საფრთხეს არ უქმნის !
▪️რეკომენდაცია 12 (დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა) – არ შესრულდა. დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არ აირჩიეს ! “ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....