“ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ოდიშარიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხსა და მისადმი ოპოზიციიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„პარაზიტირებენ სააკაშვილით, ხოცავენ ერთმანეთს კუ და მორიელის დაპირისპირება რომ აქვთ შიგნით, ჭამენ და სააკაშვილს იყენებენ, როგორც კოზირი, როგორ არის ქართულად არ ვიცი. კავკასიური ცარცის წრეში მიშოს რომ ქაჩავენ აქეთ იქით და არ შემოეხლიჩოთ გული მისკდება. ერთადერთი ხელისუფლებაა, ვინც მართლა დარდობს იმაზე, ამ კაცს რამე ცუდი არ დაემართოს”, – განაცხადა მან.
ოდიშარიამ ასევე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების თემაზე.
„საქართველოს პრეზიდენტი და ზოგადად ეს ინსტიტუცია დამოუკიდებელია სახელმწიფოში და ეს მისი უფლებაა. მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, უბრალოდ მან თქვა, რომ არა და არასოდეს და სხვა სიახლეს ან მის განწყობას მე არ ვიცნობ”, – აღნიშნა ოდიშარიამ.