ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება თვითონ ოპოზიციას აღარ სურს – წულუკიანი

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ოპოზიციას აღარ სურს. მმართელი გუნდის ლიდერის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები მიხვდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და ახლა ამ კანონის მიღება აღარ სურთ.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ჩვენ ვნახეთ, რომ თითონ ოპოზიციას აღარ სურს ამ კანონის მიღება, მაშინ, როდესაც თავად ოპოზიცია უჩურჩულებდა ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ ეს კანონი უნდა ყოფილიყო მიღებული და რა თქმა უნდა, მათ მთავარ მიზნად ბიძინა ივანიშვილი ჰყავდათა ამოღებული. როცა მიხვდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერანაირი კრიტერიუმით ოლიგარქი ვერ არის, შეიძლებოდა პირიქით მოტრიალებოდათ მათ ეს კანონი, ჩვენ ვიხილეთ მათი წინააღმდეგობა ამ კანონის მიღებისა, – თქვა წულუკიანმა.

იტვირთბა....