ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს – ბორელი

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთ-უკრაინის ომსა და აგრესორის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ეფექტურობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მართალია, სანქციები აზიანებს რუსეთს, თუმცა ეს ომს ვერ დაამთავრებს.

„სანქციები არ არის პანაცეა, მხოლოდ ის ვერ შეაჩერებს ომს. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც გამოვიყენეთ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მუშაობს და სერიოზული შედეგები მოჰყვა რუსეთისთვის: რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა და კარგავს მოდერნიზაციის უნარს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

იტვირთბა....