ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენ ხანს გაგრძელდება სავალდებულო სამხედრო სამსახური – პრემიერის განმარტება

პრემიერმა თავის ყოველწლიურ გამოსვლაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის კანონში შეტანილ ცვლილებებზე ილაპარაკა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სამხედრო სავალდებულო სამსახური იქნება 6, 8 ან 11 თვიანი იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერულ წინსვლას გადაწყვეტს.

რამოდენიმე თვეში დავიწყებთ კოდექსის მიხედვით სამხედრო სავალდებულო სისტემის რეფორმის განხორციელებას. ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი დაპირება.

მოგეხსენებათ, მთავარი გამოწვევა იყო ,,გირჩის” მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც ათასობით ჩვენს ახალგაზრდას აძლევდა საშუალებას, თავი აერიდებინა სამხედრო სამსახურისგან.

ეს იყო მოუგვარებელი პრობლემა. მათ ნახეს კანონმდებლობაში სიცარიელე და 10 ათასზე მეტმა თავი აარიდა სამხედრო სამსახურს. ჩვენ ეს პრობლემა გადავწყვიტეთ. ახალი კოდექსი მიღებისთანავე ამოქმედდება.

ჩვენ შევიმუშავეთ სამხედრო სამსახურის ეფექტიანი სიტემა. პროგრამა 6 თვიანი იქნება, 8 თვიანი, 11 თვიანი იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერას აირჩევს. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ინტენსიური სამხედრო, საბრძოლო, ასევე თეორიული მომზადება – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....