საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის არმინიჭება, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიეროს ანგარიშის წარდგენისას, წლის მთავარ მოვლენად საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება დაასახელა.
გვჯერა, რომ საქართველო სტატუსს ძალიან მალე მიიღებს. 12 რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნა შესრულებული. ევროინტეგრაციის გზაზე ბოლო 10 წელიწადში რაც იქნა მიღწეული, ეს არის ქართული ოცნების დამსახურება”- თქვა მან.