პრემიერი ამტკიცებს, რომ უმუშევრობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ამის შესახებ მან წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უმუშევრობის დონემ ქვეყანაში 15.6% შეადგინა.
უმუშევრობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 15.6% შეადგინა უმუშევრობის დონემ. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2 წელიწადში, შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 ათასი ადამიანია დასაქმებული. ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რამდეინმე თის წინ დავიწყეთ საზოგადობრივი დასაქმების სამუშაო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ადამიანების, შრომისუნარიანი მოქალაქების დასაქმებას. 30 ათასზე მეტო სოციალურად დაუცველი უკვე დასაქმებულია ბოლო 6-7 თვეში, – თქვა ღარიბაშვილმა.