,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა ოდიშარია, სისულელეს უწოდებს იმფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადადგილებას უზღუდავს და ჩაგრავს.
რა სისულელეა, ვინ ვის ჩაგრავს? დედაქალაქი ყველა თბილისელისაა, ყველა სტუმრის, პრეზიდენტის, თქვენი, ჩემი. არავინ რავის თარგზე არ აწყობს ღონისძიებებს.
ორბელიანის მოედანი არის არაჩვეულებრივი მოედანი, სადაც საახალწლო განწყობა ყველაზე კარგად იქმნება. მათ შორის, პრეზიდენტისთვისაც იქმნება ეს განწყობა, მისი სტუმრებისთვისაც. ამაში მხოლოდ პოზიტივი უნდა ეძებოთ.
ამ ახალ წელს ახლა ნუ გაგრინჩდებით მაინცდამაინც და ნუ დაიწყებთ ახალი წლის მოტაცებას. – ამბობს ბექა ოდიშარია.
ორბელიანის მოედანზე საახალხლო სოფელი ისე მოეწყო, რომ იქ პრეზიდენტის გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის გამო სალომე ზურაბიშვილი იძულებული შეიქმნა, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები გადადო.