ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

13 წლიდან თსუ-ელი ვარ – ჯაბა სამუშიას პირველი კომენტარი

თსუ-ის ახლადარჩეული რექტორი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს – ჯაბა სამუშიას თქმით, აკადემიურმა საბჭომ ნოემბერში გამოაცხადა არჩევნები და სურვილის შემთხვევაში, სხვა კანდიდატებსშეეძლოთ კონკურსში მონაწილეობა.

“ეს უნივერსიტეტი ჩვენია, ეს არის ჩვენი სახლი, თითოეული უნივერსიტეტელისთვის. დაბადებიდან არა, მაგრამ 13 წლიდან თსუ-ელი ვარ და ძალიან მეამაყება”, – აცხადებს სამუშია.

რექტორი ამბობს, რომ სტუდენტურ საცხოვრისის საკითხი დაძრულია და ასევე, მზად არის, რექტორის არჩევის წესის ცვლილებებზე ესაუბროს სტუდენტებს.

საცხოვრისის თემა ჩემი მოვალეობის შემსრულებლის არჩევის პირველივე დღეს დაიძრა და ნებისმიერ საკითხი, რომელიც ჩვენს კომპეტენციაშია, უნივერსიტეტის ინტერესების შესაბამისად გადაწყდება. ჩვენ გუშინ შევთანხმდით, რომ შესაბამის ჯგუფთან ერთად, სენატის სტუდენტურ წარმომადგენლობასთან ერთად შეუძლიათ ეს დისკუსია დაიწყონ. დისკუსიისთვის კარი ყოველთვის ღიაა.“ -განაცხადა სამუშიამ.

იტვირთბა....