სუდანელი სამართალდამცველების თქმით, სამგზავრო ავტობუსი ქალაქ ომდურმანში, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტობუსი გზიდან გადავიდა და გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა.
ამავე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია 19 ადამიანი.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სუდანში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, ყოველწლიურად სუდანში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ათასობით ადამიანი იღუპება.