„ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, როგორც გლობალურ ერთობაზე“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქცია დააანონსა.
როგორც იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „თუ ეს ადამიანი საერთაშორისო დონეზე რაიმეთი გამორჩეულია, ეს არის ის, რომ მასშტაბური დამნაშავეა, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და არის კრიმინალური, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი ჩვენს ქვეყანაში.“
„კი ბატონო, ასეთმა ადამიანებმა იაქტიურონ და ასეთი განცხადებები აკეთონ, რათა კიდევ უფრო რეალურად წარმოჩნდეს მათი უსუსურობა და რეალური სახე.“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.ცნობისთვის, რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საელჩოებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართონ.