პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთმანეთს ასაზრდოვებენ.
პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე უკვე “გირგვლიანის საქმეს” არჩევს.
“ასეთ რამეებს რომ ბოდავთ ნაციონალები და მათთან მიკედლებული სხვები მერე რატო. გიკვირთ და რატომ წუწუნებთ ოცნება 10 წელი როგორაა ხელისუფლებაშიო? ჩაიცუცქა აგერ მურმანი და უკვე ქურდულად არჩევს სანდრო გირგვლიანის საქმეს. შეეშვით გირგვლიანს, მარა ვერ ჩერდებიან. ჰოდა, ოცნებას ასაზრდოებენ ნაციონალები, მხოლოდ მათზე დგას ოცნება და მეტზე არაფერზე. ფერი ფერს და მადლი ღმერთს – ოცნებაზე და ნაციონალებზეა ნათქვამი ზუსტად”, – წერს ელისაშვილი.