მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საქმეში FBI-ს ჩართვას მოითხოვს. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მოწამვლის საქმეზე ექსპერტიზა ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ უნდა ჩაატაროს:
“გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები და კიდე ერთი – ხომ უნდა ექსპერტიზის ჩატარება, FBI მოიწვიონ და ჩაატარონ და უფრო მეტიც, აღიძრას იქ სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება. ამაზე ვართ თანახმა.” ამბობს ხაჭაპურიძე