თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა, თუმცა თუკი ის ამ ნაბიჯს გადადგამს, ძვირად დაუჯდება.
„არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარ კამპანია.
თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ძალიან მძიმე ზოგადად მისი კარიერისთვის, ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება”, – განაცხადა კალაძემ.