საქართველის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობისას მისი მიწამვლის საქმის გამოძიებაში FBI – ის ჩართვას ითხოვს.
ეს პრაქტიკა საქართველოს უკვე აქვს. ზურაბ ჟვანიას გარდაცვლების საქმეში FBI გამომძიებლები მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩართო.
„ჩაერთოს FBI ამ საქმეში, ამის პრაქტიკა საქართველოში ორ საქმეზე იყო. ჩამოვიდნენ და გამოძიონ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით და ჩაატარონ ექსპერტიზა. პრეზიდენტის მოწამვლის საქმეს საქართველოს ხელისუფლება არ იძიებს, ამიტომ საქმე “ეფ ბი აიმ” უნდა გამოიძიოს” , – განაცხადა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.