სერბეთის თავდაცვის მინისტრის, მილოშ ვუჩევიჩის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაძაბულობის გამო, სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.
„პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის არმიას უბრძანა, იყოს საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე, ანუ შეიარაღებული ძალების გამოყენების დონეზე“, – აღნიშნა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა.
ერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა განაცხადა, რომ გასცა ბრძანება სრული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა დანაყოფებისთვის.