ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შეასრულონ, სანამ გვიანი არ არის!” – ლავროვი უკრაინას ახალ ულტიმატუმს უყენებს

რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „TASS“ – მა გაავრცელა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოფხვრას შეეხება.

მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ უნდა შეასრულოს დემილიტარიზაციისა და დენაციონალიზმის შესახებ რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები.

„მტერმა კარგად იცის ჩვენი წინადადებები რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციონალიზაციის შესახებ და იქიდან რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოფხვრის შესახებ, ჩვენი ახალი ტერიტორიების ჩათვლით (უკრაინის ოკუპირებული 4 რეგიონი, რომელსაც რუსეთი დამოუკიდებელს უწოდებს).

დარჩენილია მხოლოდ ერთი რამ: შეასრულოს ისინი, სანამ გვიან არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის არმია საქმეს თავის ხელში აიღებს”, – აღნიშნა ლავროვმა.

იტვირთბა....