ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსხვერპლით დასრულებული ავარია და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დაშავებულები – ტრაგედიის ახალი დეტალები

თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა თბილისში გადაიყვანეს. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეორე დაშავებული თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. ინფორმაციას რეფერალურ ჰოსპიტალში ადასტურებენ.

„ერთი პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მეორე, სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობაც რთულია. ორივეს მრავალრიცხოვანი დაზიანებები აქვს მიღებული“,- განმარტავენ ექიმები.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.

ადგილზე ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

იტვირთბა....