ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ ვოლსკი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ევროპარლამენტი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოს EU-ში გაწევრიანებას.
„სააკაშვილის საქმესა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შორის პარალელები ფუნდამენტურად იმპერატიულია! ორივე განუყოფელია. ევროპარლამენტი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებული იქნება და მოკვდება ციხეში”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის საქმესა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შორის კავშირი არ არსებობს.