დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ მაკეევკაში უცნობებმა ერთი ოჯახის 8 წევრი ჩაცხრილეს. ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
ინციდენტი 26 დეკემბერს ჩერვონოგვარძეისკის რაიონში მოხდა.
ოჯახის ყველა წევრი თავში გასროლით არის გარდაცვლილი. მსხვერპლებს შორის სამი 1, 7 და 9 წლის ბავშვია.
ცნობილია, რომ მომხდარის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა დანაშაულის ადგილი ავტომობილით დატოვეს.