უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მიხეილ თევდორაძეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 45 წლის სამხედრო ბახმუტის მისადგომებთან, ბრძოლის დროს სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა.
მასთან ერთად დაიღუპა სერგო ქართველიშვილი და დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. ადგილზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო ამ დროისთვის მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.
რთული მდგომარეობის გამო ბახმუტიდან ვერ გამოასვენეს ვერც 3 დეკემბერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლი. ქალაქი ახლა ფრონტის ხაზზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია.