ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლების “გეგმა ბე” – “ოცნება” ენმ-ს წევრების მასობრივ დაკავებას აპირებს

„ერთანი ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
პარტიის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ხელისულება მასობრივ დაჭერებს გეგმავს.

ენმ ირწმუნება, რომ „ქართულ ოცნებას“ მზად აქვს დასაკავებელ ადამიანთა სია.

„რუსული „ოცნება“ ცდილობს პროტესტის ჩასახშობად სისხლის სამართლის საქმეები აღძრას იმ ადამიანებზე, ენმ-ს იმ წევრებზე, რომლებიც აპროტესტებენ მკვლელ რეჟიმს. ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ბოლქვაძე, სამოქალაქო აქტივისტები კახა კვეკვესკირი, დავით გალოგრე, ხათუნა ბერიძე და ასევე ნაციონალური მოძრაბოს ლოჯისტიკის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ბესიკ გედენიძე იმყოფებოდნენ სასამართლოს ეზოში და ნაწილი მათგანი აპროტესტებდა პრეზიდენტს სააკაშვილის მკვლელობას. ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ ადამიანების დაკავებას და 4-დან 7 წლამდე მუხლის მიყენებას” განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
საუბარია 14 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პარალელურად შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტზე. ისინი პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.

სასამართლოზე პენიტენციურმა საქმის განხილვის ერთი თვით გადადება მოითხოვა. გარეთ გამოსულ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს მოქალაქეები “მონას” შეძახილებით დახვდნენ ერთგვარი “სირცხვილის დერეფანი” მოუწყვეს. ამის გამო საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლის საქმე 20-მდე პირის წინააღმდეგ აღძრა.

იტვირთბა....