ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ მოშიმშილე დეპუტატს პირადად სთხოვა შმშილობის შეწყვეტა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ენმ-ის მოშიმშილე საპარლამენტო დეპუტატს, ანა წითლიძეს შეხვდა.

„მოვუწოდე, შეეწყვიტა შიმშილობა, ის უკვე იმ სტადიაშია, როცა შესაძლოა, დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა.

ექიმებსაც ვესაუბრე და ვფიქრობ, მიშვნელოვანია, იფიქროს საკუთარი ჯანმრთელობის არდაზიანებაზე,

მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის სრულად სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი.

აქ შიმშილობით, მოთხოვნით, ეს საკითხი არ წყდება“ , – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ანა წითლიძე, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, უკვე 11-ე დღეა შიმშილობს. პროტესტის ამ ფორმას პარლამენტარებმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მიმართეს.

იტვირთბა....