დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიცია, ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მიზნით. ამაზე პასუხია მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა – აღნიშნულით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სპეცრაზმელების მიერ, თსუ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილი კარვების დაშლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
სააკაშვილის თქმით, ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა.
„ევროკავშირმაც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთავრობისთვის გამოყოფილი ფულის სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადამისამართება გამოაცხადა.
ახლა ქართველი ხალხის ორგანიზებულობასა და სიმტკიცეზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა!“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, დღეს დილით თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა კარვები დაშალეს. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. დაკავებულია 14 აქციის მონაწილე, ხოლო აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, 2 მოქალაქე კლინიკაშია მოთავსებული.