ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში საფოსტო მარკა ბიჭვინთის ტაძრის გამოსახულებით დაიბეჭდა

იტალიის საელჩოს ცნობით, იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი დაიბეჭდა და მიმოქცევაში ჩაეშვა ორი საიუბილეო საფოსტო მარკა, რომელზეც გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი.

საფოსტო მარკა (ტირაჟი: 350.010 ცალი, ღირებულება: 2,40 ევრო) როგორც იტალიაში, იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ, ასევე საქართველოს ფოსტის მიერ დაიბეჭდა (ტირაჟი: 20.000 ცალი, ღირებულება: 7 ლარი) .

შეგახსენებთ, საფოსტო მარკის პრეზენტაცია 27 დეკემბერს, სამშაბათს, 12:00სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

იტვირთბა....