ახალი ამბები პოლიტიკა

ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას EU-თან დააკავშირებს – პრეზიდენტი წყალქვეშა კაბელის პროექტზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმებას” ეხმაურება.

“მივესალმები “მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების” ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს”, – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ბუქარესტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ მემორანდუმი გაფორმდა.

იტვირთბა....