ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-ს განცხადებით, შშმ პირს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე დადგომას და სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ – დაკავებულია 2 ადამიანი

შსს-ს ცნობით,  შშმ პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულები არიან  1986 წელს დაბადებული ლ.ა. და 1977 წელს დაბადებული ხ.ა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, 1986 წელს დაბადებულ შშმ პირს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე დადგომას და სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ამ გზით მოპოვებულ თანხას სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა არ დააკმაყოფილებდათ, მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას ახორციელებდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.
იტვირთბა....