მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს – მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის! საქართველო არსებობს ქართველი ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ახლა დროა ქვეყნის პატრიოტებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვან თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში.
„სამწუხაროდ, დადგა ის მომენტი, რაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ბოლომდე რუსეთად გადააქციოს საქართველო. ე.წ. ხელისუფლებამ „თბილისი მოლთან“ გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა და სხვა პატრიოტები, რომლებიც ქვეყნის მომავალს იცავენ და საკუთარ აზრს გამოხატავენ.
მეგობრებო, ახლა დროა, საზოგადოებამ, ამ ქვეყნის ნამდვილმა პატრიოტებმა, გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში. მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.
მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის! საქართველო არსებობს ქართველი ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის.
სოლიდარობა ყველა უკანონო პატიმარს! ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი“, – აცხადებს ვაშაძე.