ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ის, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აღარ იქნება „მოამბის” წამყვანი, არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია” – საია

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საზოგადოებრივ მაუწყებელზე, “მოამბის” წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წამყვანობიდან განუსაზღვრელი დროით ჩამოშორებას ეხმიანება და წერს, რომ  ეს არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია.

საიას განცხადებით, ეს რეპრესიაა, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია.

“ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ.” – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 4 თებერვალს მისწერეს, რომ მოამბეს აღარ წაიყავნს ვიდრე არხზე „თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის ან გაუარესების საფრთხე“ იქნება.
იტვირთბა....