ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ჩვენ დავეუფლებით [ღაზის სექტორს] . ამ ნაწილს ჩვენ დავიკავებთ, განვავითარებთ და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით“ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ღაზის სექტორის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ დავეუფლებით [ღაზის სექტორს]. ამ ნაწილს ჩვენ დავიკავებთ, განვავითარებთ და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, და ეს იქნება ის, რითაც ახლო აღმოსავლეთი შეძლებს, ამაყი იყოს” – თქვა ტრამპმა
“ჩემი წარმოდგენით იქ მსოფლიოს ხალხი იცხოვრებს. მას წარმოუდგენელ, საერთაშორისო ადგილად გადააქცევ. ვფიქრობ, ღაზის სექტორში პოტენციალი დაუჯერებელია და ვფიქრობ, მთელი მსოფლიო… წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან იქნებიან და იცხოვრებენ იქ, ასევე პალესტინელებიც. პალესტინელები იცხოვრებენ იქ, უამრავი ადამიანი იცხოვრებს“, – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....