ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყველას ვთხოვ, ვისიც სჯერა, რომ როგორმე გადაარწმუნონ – სერგეენკო სააკაშვილის შიმშილობაზე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტატი, დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს დაანონსებულ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა.
სერგეეკო აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებმა, ვისიც სააკაშვილს სჯერა, უნდა გადაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ შიმშილობა არ დაიწყოს.

„ამ საკითხის ასე ანგაჟირება არა თუ ხელს უწყობს, არამედ აზიანებს ნებისმიერი ადამიანს, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობას. ერთგვარად ველოდი კიდეც საკითხების ასე განვითარებას. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია კლინიკურ მედიცინაში და იცის რას ნიშნავს პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე, გადავიდა უარყოფით ფაზაში, რაც გამოიხატა შიმშილობის გამოცხადებაში. ეს მოსალოდნელი იყო. ძალიან ცუდია, რომ ასე მოხდა და ყველას ვთხოვ, ვისიც სჯერა, რომ როგორმე გადაარწმუნონ ამის გაკეთებისგან […]

იგივე სცენარი ვეღარ განვითარდება, რაც პირველ ჯერზე შეძლო ერთმა ორგანიზმა, მეორე ჯერზე რესურსი უფრო ნაკლები იქნება. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა სერგეენკომ.

იტვირთბა....