“ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე “ტვ პირველთან” აცხადებს, რომ ბათუმლები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და, სავარაუდოდ, ხვალაც კლინიკაში დარჩება კვლევების გასაგრძელებლად.
ჩხაიძეს თქმით, მზია ამაღლობელის მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს.
„ვინახულე ამ წუთში, მხნედ არის, უგრძელდება კვლევები, დაგვჭირდა დამატებითი კვლევების კიდევ ჩატარება და ამ კვლევების შედეგად, ექიმ-სპეციალისტების მიერ კონსულტირება. რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემული, ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. კვლევები ძირითადად უკავშირდება შიმშილობის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე საერთოდ, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. [რამდენად საგანგაშო მდგომარეობაა?] რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება, რომ კიდევ კვლევა გაგრძელდეს, კიდევ იყოს კონტროლის ქვეშ“, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ „ტვ პირველთან.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს.