„ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები ძირს უთხრის მოქალაქეთა გამოხატვის უფლებებსა და შეკრების თავისუფლებას – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა. „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები ძირს უთხრის მოქალაქეთა გამოხატვის უფლებებსა და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების ნებას“, – წერს მარტა კოსი.