9 დეკემბერს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა.
სოციალურ ქსელში ყოფილმა დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ მას დაბადების დღე მიულოცა.
“დაბადების დღეს გილოცავ, ზურა!
ვბერდებით…. შენ ისევ 41 წლის ხარ. ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ- მინისტრი. პირველი “ მწვანეთა” ლიდერი! იცი რა თქვა შენზე უწმინდესმა? – ზურაბ ჟვანია გამოირჩეოდა თავისი ინტელექტით, მაგრამ ამავე დროს, დიდი რწმენით! ის იყო მუდამ პირველი, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში”. ჰო, ნამდვილად ასეთი იყავი… არა, ხარ!..
ცხოვრება უცნაურია, ძალზედ რთული, მაგრამ სამართლიანი! დღეს მიშას სასამართლოა… ისეთი გაუბედურებული და ღირსებააყრილია, შენ შეგეცოდებოდა… ჰო, შეგეცოდებოდა… არ ვიცი რად უღირდა ასეთი სიცოცხლე?!.. ან შენი სიკვდილი რად უღირდა?!…
ცხოვრება ყველაფერს ალაგებს. ყველა მადლს, ქვაზე დადებულსაც კი, მადლის გამცემს უბრუნებს. ყველა ბოროტებას, ბოროტების ჩამდენს დაატეხს თავს.
წლები მიდის და შენი მკვლელობისთვის საერთოდ აღარ ვიცლით. ბედს მივენდეთ… გვაპატიე!… უბრალოდ, ეს საშინელი მონატრების გრძნობა და შენი შეუცვლელობა როგორც ჭკუის დამრიგებლის და ლიდერის, სულ უფრო მტკივნეული ხდება!
გილოცავ, დაბადების დღეს! შენ ისევ 41 წლის გახდი!
მადლობა, რომ იყავი! მადლობა, რომ ხარ! მადლობა, რომ ყოველთვის იქნები!”, – წერს ხათუნა ხოფერია.