ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Eurovision News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინს საზოგადოების დესტაბილიზაციის ეშინია.

ზელენსკის თქმით, თუკი უკრაინის პარტნიორები გააგრძელებენ პუტინზე ზეწოლას, ის ამას დიდი ხანი ვერ გაუძლებს.

„საზოგადოების დესტაბილიზაცია – ეს არის ის, რისიც ვლადიმერ პუტინს ეშინია. მაგრამ ამაზე გავლენას ვერავინ შეძლებს. ის თავად მოახდენს მასზე გავლენას. მისი ეკონომიკა მოახდენს გავლენას, სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას. თუ ჩვენი პარტნიორები იქნებიან ისეთივე ძლიერები, როგორებიც არიან. თუ მოისურვებენ არა სუპერ ძალების დემონსტრირებას, არამედ, უბრალოდ, თავიანთი რეალური ძალების დემონსტრირებას, თუ პუტინზე ზეწოლას განახორციელებენ, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, მას ამის ეშინია. ეს დამოკიდებულია საზოგადოების სტაბილურობაზე, მაგრამ ასევე დამოკიდებულია მის ასაკზე. ის მალე მოკვდება, ეს ფაქტია და ყველაფერი დამთავრდება. ანუ, მისი საკითხი შეიძლება დასრულდეს მანამ, სანამ ის დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. აი, რისი ეშინია მას”. – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....