აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ში ავტომობილებისა და მისი ნაწილების იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს.
ტრამპის თქმით, ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან შევა, თუმცა, ავტომობილების ნაწილებზე დამატებით თანხის გადახდა კომპანიებს, სავარაუდოდ, მაისიდან მოუწევთ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, არსებობს რაიმე შანსი, რომ ის კურსს შეცვლის, ტრამპმა უპასუხა : „არა. ეს მუდმივია“.
”თუ აწარმოებთ ავტომობილს შეერთებულ შტატებში, ტარიფი არ იქნება,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.