ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“თუ რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დატოვებს, მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოიხსნება. არჩევანი რუსეთზეა” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი ეწინააღმდეგება იმ პირობებს, რასაც რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს.

მაკრონის თქმით, არსებობს აგრესიის მსხვერპლი, რომელიც მზად არის შეწყვიტოს ცეცხლი ყოველგვარი პირობის გარეშე და, მეორე მხრივ კი, არსებობს აგრესორი, რომელიც იწყებს პირობების წამოყენებას, რათა არ მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

სრულად ვუჭერ მხარს ამერიკის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ კონცეფციას : „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ეს კონცეფცია არ ნიშნავს სანქციების მოხსნას მანამ, სანამ შევამოწმებთ, რომ ყველაფერი მუშაობს. ეს ყველაფერი – სანქციების მოხსნის საკითხი, დამოკიდებულია რუსეთის არჩევანზე, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, – თქვა მაკრონმა.

 

იტვირთბა....