საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა
“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დაუყოვნებელი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. აუცილებელია, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდეს. მე გამოვაცხადე დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება, რაც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, სადაზვერვო საკითხებს გულისხმობს”, – თქვა მაკრონმა.