ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიდის – რა საკითხზე იმსჯელებენ პარტიის ლიდერები

სამი პარტიის ლიდერი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში აპირებს მისვლას. ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის ტრიო ენმ-ს ლიდერებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაესაუბრება:

“ჩვენი ინიციატივით ხდება ეს შეხვედრა და მთავარი საკითხი არის, გვაინტერესებს, რას აპირებს “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. მისი ჯანმრთელობა ძალიან მძიმეა და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მისი გათავისუფლება. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი ხედვა და მათი გზა გამოსავლის. ჩვენ წინა აქციაზეც ვიყავით, რომელიც იყო ქართული ოცნების წინ და აუცილებლად ვიქნებით პარასკევსაც, იმიტომ, რომ ეს არ არის პარტიული ამოცანა, ეს ნამდვილად არის სახელმწიფოებრივი საკითხი“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

იტვირთბა....